მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მიხელ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ძველ ბათუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახალი ბათუმი აშენდა. მათი თქმით, აჭარა მიხეილ სააკაშვილის წინაშე ვალშია.

"თავისუფლება მიშას“- სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ და ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს, ერთობლივი მიმართვა გვაქვს შემუშავებული. უარი ვუთხრათ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც საქართველოში გამეფებულია. განსაკუთრებით ჩვენი კუთხე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ვალშია, რომელმაც ძველ ბათუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარა და ახალი ბათუმი ააშენა. ამ ყველაფრის ავტორი უკანონო პატიმრობაშია, ჩვენ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მიეცეს თავისუფლად პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება, ის დღევანდელ რეჟიმს აპროტესტებს",- აცხადებს პროფესორი ოთარ ცეცხლაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა