დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა მორის საბაშვილმა აშშ-ში რეაბილიტაციის კურსი გაიარა

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა მორის საბაშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრუკის სამხედრო სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსი დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მორის საბაშვილი აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც ზედა და ქვედა კიდურებზე ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან გაიარა ოკუპაციური, აკვა და ფიზიკური თერაპიის სრული კურსი.

„ამერიკელმა ექიმებმა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეს უახლესი ტექნოლოგიების პროტეზები დაუმზადეს.

კაპრალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი კარლო ლაბაძე დახვდნენ.

კაპრალი მორის საბაშვილი 2010 წლის აპრილში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა, რა დროსაც მან კიდურების დაზიანება მიიღო. მან ხანგრძლივი მკურნალობის კურსი გერმანიასა და ამერიკაში გაიარა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომსა და ერაყის მისიაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა