ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის სამი მილიარდი დოლარის ექსპორტი გავიდა და მიმდინარე წლის 9 თვეში ქართული ექსპორტის ზრდამ 24% შეადგინა

საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის ექსპრეს მონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის სამი მილიარდი დოლარის ექსპორტი გავიდა და მიმდინარე წლის 9 თვეში ქართული ექსპორტის ზრდამ 24% შეადგინა.

„ასევე თუ შევადარებთ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, 9%-იანი ზრდა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პროდუქტებზე ინფორმაცია ჯერ არ ქვეყნდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექტემბერში, ისევე როგორც წინა პერიოდში, ერთ-ერთ მთავარი ექსპორტიორი დარგი იყო დამამუშავებელი მრეწველობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, - ქართული ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები და ასევე სამრეწველო პროდუქტები. ასევე, მთავარ ექსპორტიორ დარგებს შორისაა პირველადი სოფლის მეურნეობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის კომენტარს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

სექტემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი 2019 წლის სექტემბერის ექსპორტს 22.3%-ით, 68.1 მლნ. აშშ. დოლარით აღემატება.

სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1 პროცენტით გაიზარდა და 1,299.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს