ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიგი ჯიშკარიანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიგი ჯიშკარიანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გიგი ჯიშკარიანი ერთ-ერთია, ვინც 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საშუალო ქულის მიხედვით უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ამის შესახებ KIU ინფორმაციას ავრცელებს.

გიგი ჯიშკარიანი KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა. ქვეყნის მასშტაბით, გიგი ერთ-ერთია იმ 10 საუკეთესო სტუდენტს შორის, რომელმაც 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საშუალო ქულის მიხედვით უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

2018 და 2019 წლებში ახალგაზრდამ იასპარეზა „მცირე აკადემიის“ საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში (ქიმია -2018 და მათემატიკა - 2019) და მიღწეული შედეგების შედეგად იგი თანატოლებთან ერთად გაემგზავრა საგანმანათლებლო ბანაკში, სადაც აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სემინარებსა და აქტივობებში.

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, მან საქართველოში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და არჩევანი KIU-ზე გააკეთა.

ჯიშკარიანის თქმით, მას ყოველთვის იზიდავდა კომპიუტერული მეცნიერებები და ტექნოლოგიები და მომავლის პროფესიაზე ფიქრისას ის მხოლოდ პროგრამირებას განიხილავდა.

„KIU ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი უნივერსიტეტია, რომელიც საშუალებას მაძლევს, მივიღო ხარისხიანი განათლება იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობ. „KIU“-ში ჩაბარებას საუკეთესო გადაწყვეტილებად მივიჩნევ. უნივერსიტეტის არჩევისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი იყო. დიდი როლი ითამაშა, აგრეთვე, მეგობრების რეკომენდაციამ და მათ მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ. საბოლოოდ, ეს ყოველივე და საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებისთვის დაწესებული სტიპენდიები უდიდესი მოტივაციის წყაროდ იქცა, რათა საუკეთესო შედეგებით ჩამებარებინა KIU-ში.

ვფიქრობ, „KIU“-ში მივიღებ ხარისხიან განათლებას, რომელიც დამეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ვაპირებ, მომავალი წლების განმავლობაში საფუძვლიანად დავეუფლო პროფესიას, მონაწილეობა მივიღო გაცვლით პროგრამებსა და პროექტებში“, - აღნიშნა გიგი ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მას სრულად დაუფინანსა სწავლისა და ცხოვრების გადასახადები, ასევე, დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა