ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს

უკრაინა-ევროკავშირის კიევში დასრულებული სამიტის შედეგებზე, ასევე უკრაინის საგარეო პოლიტიკის სხვა აქტუალურ თემებსა და უკრაინის მოქალაქე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების სავარაუდო პერსპექტივებზე, „ინტერპრესნიუსი" უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციათა მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, უკრაინის დედაქალაქი უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტის ფარგლებში ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს მასპინძლობდა. როგორ შეაფასებდით უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტის შედეგებს?

- ჩემი აზრით, ფაქტია, რომ დასავლელ პარტნიორებთან უკრაინის ნებისმიერი კონტაქტები და მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასარგებლოა. სამიტის შედეგებზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ბევრი კარგი და სწორი მოსაზრებებია ჩამოყალიბებული, მაგრამ ევროკავშირ-უკრაინის მორიგი სამიტის მთავარი შედეგი გახლავთ ის, რომ მიღებულ იქნა შეთანხმება „ღია ცის“ შესახებ, რომელსაც უკრაინა 8 წელი ელოდა. ფაქტიურად იგი გახლავთ საავიაციო სფეროში ევროპასთან უკრაინის უვიზო რეჟიმი.

ევროკავშირ-უკრაინის მორიგი სამიტის მთავარი შედეგი გახლავთ ის, რომ მიღებულ იქნა შეთანხმება „ღია ცის“ შესახებ, რომელსაც უკრაინა 8 წელი ელოდა. ფაქტიურად იგი გახლავთ საავიაციო სფეროში ევროპასთან უკრაინის უვიზო რეჟიმი

იგი მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ საკმაოდ იაფად ექნებათ ევროპის ქვეყნებში გადაადგილების საშუალება.

- რაც შეეხება ამ სამიტის პოლიტიკურ შედეგებს, მათზე რას იტყოდით?

- ერთობლივ განცხადებაში ყველაფერი კარგადა ჩამოყალიბებული, მათ შორის იმაზე, რომ ევროკავშირი და უკრაინა გააღრმავებენ თანამშრომლობას და გააგრძელებენ ერთობლივად მუშაობას რუსეთთან, რომელიც უკრაინის მიმართ აგრესორი ქვეყანაა.

ამ ერთობლივ 25 პუნქტიან განცხადებაში ბევრი აბზაცებია ისეთი, რომელიც წინა წლებშიც ბევრჯერ ჩაწერილა ამ ტიპის პოლიტიკურ განცხადებებში. ამიტომაც ვამბობ, რომ კარგია რომ უკრაინა აგრძელებს თავის დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს.

ამ განცხადების ერთ პუნქტთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის მიერ მიღებულ ანტიოლიგარქიულ კანონს, მაგრამ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს მთლად ასეც არაა. ანუ, ფორმით შესაძლოა ასეა კიდეც, მაგრამ შინაარსობრივად ასე არაა.

გასაგებია, რომ ამ პუნქტთან დაკავშირებით აზრა სხვადასხვაობა შიდა პოლიტიკაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება, მაგრამ, ვიმეორებ, მთლიანობაში უკრაინა-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში ყველაფერი რაც წერია, კარგია უკრაინისთვის. ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია უკრაინის ხელისუფლებაზე, რომ ყველაფერი რაც ერთობლივ განცხადებაში ჩაიწერა განხორციელდეს და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიღებულ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები.

უკრაინა-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში ყველაფერი რაც წერია, კარგია უკრაინისთვის. ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია უკრაინის ხელისუფლებაზე, რომ ყველაფერი რაც ერთობლივ განცხადებაში ჩაიწერა განხორციელდეს და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიღებულ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კიევსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ინერციის საფუძველზე გრძელდება.

მეტიც, ბევრი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ახლა უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობებში „ტაქტიკური ჩიხია“...

- ამგვარი ვითარება ბევრ წილად უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების გამოა. ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი ტრადიციული დიპლომატიის ჩარჩოებიდანაა გასული. ევროკავშირის მიმართ ოფიციალური კიევის პოლიტიკას მე საჯაროდ შანტაჟისა პრეტენზიების პოლიტიკას ვუწოდებ.

ევროკავშირის მიმართ ოფიციალური კიევის პოლიტიკას მე საჯაროდ შანტაჟისა პრეტენზიების პოლიტიკას ვუწოდებ

ამის კარგი მაგალითია პრეზიდენტ ზელენსკის დასავლურ მედიაში გაკეთებული განცხადება-პრეტენზიები მერკელის, იგივე მაკრონისა და ბაიდენის მიმართ. მის ამგვარ განცხადებებს შეცდომად მივიჩნევ, რადგან ისინი არ იყო მიმართული უკრაინა-გერმანიის, უკრაინა-საფრანგეთისა და უკრაინა-აშშ-ს ურთიერთობების გაუმჯობესებისაკენ.

- როგორ შეფასებდით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომლითაც მან კიევში ჩამოსული ევროკავშირის მაღალჩინოსანი სტუმრებისაგან იმ თარიღის დასახელება მოითხოვა, თუ როდის მიიღებენ ისინი უკრაინას ევროკავშირში?

- ამ თემაზე პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება სწორი კი იყო, მაგრამ იგი დიდწილად გაკეთებული იყო შიდა მოხმარებისთვის, ანუ იმისთვის, რომ ეს განცხადება უკრაინის მოქალაქეებს გაეგონათ.

არადა, ფაქტია, იმისთვის რომ ქვეყანა ევროკავშირში იქნას მიღებული, იგი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. უკრაინის ხელისუფლებას გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული იმ რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად, რომლის შემდეგაც შეიძლება იქნას მიღებული ევროკავშირში.

ამ თვალსაზრისით უკრაინის ევროკავშირში მიღების ვადებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია, რადგან, რადგან ვიცით - უკრაინას მაშინ მიიღებენ ევროკავშირში, როცა ქვეყანაში რეფორმების განხორციელების შედეგად უკრაინა ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

უკრაინის ევროკავშირში მიღების ვადებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია, რადგან, რადგან ვიცით - უკრაინას მაშინ მიიღებენ ევროკავშირში, როცა ქვეყანაში რეფორმების განხორციელების შედეგად უკრაინა ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს

თუმცა, ვიცით ისიც, რომ თურქეთი ათწლეულები ითხოვდა ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იგი დღემდე არაა ევროკავშირის წევრი.

- უკრაინის საკითხზე „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში დაგეგმილია გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამგვარი შეხვედრები ბევრი გამართულა, მაგრამ მათი შედეგი კიევისთვის პრაქტიკულად 0-ის ტოლი იყო.

თქვენ რა მოლოდინი გაქვთ „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში ამ ფორმატის მონაწილე საგარეო უწყებების ხელმძღვანლების მორიგი შეხვედრისაგან?

- გითხრათ სიმართლე, პირადად მე არანაირი პოზიტიური მოლოდინები არ მაქვს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ რაც იქნა გაჟღერებული აზიანებს უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს.

2019 წლის დეკემბერს პარიზში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას, ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულას“. ამ შეთანხმებით უკრაინამ ივალდებულა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება.

ჩემი აზრია, რომელსაც ბევრი ეთანხმება - ვიდრე რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ნაწილში რუსეთის სამხედრო შენაერთები დგანან, აქ მცხოვრებ ხალხს, დაახლოებით 700 ათასს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული, უახლოესი 10 წლის განმავლობაში არჩევნების ჩატარებას არანაირი აზრი არ აქვს.

უცნაური და გაუგებარია რატომ უნდა მიიღონ რუსეთის მოქალაქეებმა რუსეთის მიერვე ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების ადგილობრივი ორგანოების, ანაც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში?

დარწმუნებული ვარ, რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოლაპარაკებების მონაწილეები შეეცდებიან დაითანხმონ, ან აიძულონ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდეს არჩევნები.

ნორმანდიულ ფორმატში“ დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოლაპარაკებების მონაწილეები შეეცდებიან დაითანხმონ, ან აიძულონ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდეს არჩევნები

- რამდენადაც მახსოვს, მოგვიანებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა 2019 წლის პარიზის შეთანხმებაზე...

- დიახ, მან კი თქვა უარი, მაგრამ მისი ხელმოწერა ხომ არსებობს იმავე შეთანხმებაზე? ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ტიპის შეხვედრები სწორედ იმაზე მიმართული, რომ უკრაინამ არჩევნები ოკუპირებული დონბასის ნაწილში ჩაატაროს.

როგორც გითხარით, ეს უკრაინისთვის მიუღებელია რადგან ეწინააღმდეგება უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს.

- გავრცელებული ინფორმაციებით აშშ-სა და უკრაინას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გრძელდება. თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-სა და უკრაინას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობას?

- მე ასე ვიტყოდი - აშშ-სა და უკრაინას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით უკრაინას რომ უნდა.

საქმე იმაშია, რომ ეს თემა უკავშირდება ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებით გახსნილ პანდორას ყუთს, რომელშიც პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის სხვა მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ვფიქრობ, რომ ეს გარემოებები გარკვეულ წილად უკავშირდება იმას, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ისეთი არაა, როგორიც კიევს უნდა ჰქონდეს.

ვფიქრობ, რომ აშშ-უკრაინის ურთიერთობები ახლა იმაზეა დამოკიდებული, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა კარგად იცის უკრაინის პრობლემები. იგი უკრაინაში 8 ჯერაა ნამყოფი. ვიქტორია ნულანდი და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი კარგად არიან გარკვეული უკრაინის თემებში. ბლინკენს არა ერაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი წინაპრები და ახლობლები უკრაინიდან არიან.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ აშშ-უკრაინის ურთიერთობები ისეთი არაა, ოფიციალურ კიევსა და ჩვენც იმედი გვქონდა რომ იქნებოდა.

აშშ-სა და უკრაინას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით უკრაინას რომ უნდა. აშშ-უკრაინის ურთიერთობები ისეთი არაა, ოფიციალურ კიევსა და ჩვენც იმედი რომ გვქონდა იქნებოდა

მიუხედავად ამისა, აშშ უკრაინა სამხედრო სფეროში მართლაც ეხმარებოდა და ახლაც ეხმარება. მაგრამ, სამწუხაროდ, სამხედრო სფეროში ორ ქვეყანას შორის არ მომხდარა იმგვარი გარღვევა, რისი იმედები კიევს ჰქონდა. არადა იყო მოლოდინი, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენი აშშ-ს ევროპასთან ტრამპის დროს გაფუჭებულ ურთიერთოებებს დაალაგებდა, ამ სფეროში გაცილებით მეტი რამ გაკეთდებოდა.

- გვერდს ვერ აუვლით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ექსპრეზიდენტ მედვედევის წერილს უკრაინაზე.

ამ წერილში თვისობრივად ახალი არაფერია. მანამდეც არა ერთხელ უთქვამთ კრემლის მესვეურებს, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია. ახლა მედვედევმა ყურადღება გაამახვილა იამზე, რომ დღევანდელი უკრაინა თავისი ახალი იდენტობის ძიებაშია.

მედვედევმა ასევე გაიმეორა პუტინის მოსაზრება, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ხალხი აბსოლუტურად დამოკიდებულნი არიან სხვებზე. ამ თემებზე მსჯელობას იგი ასე ასრულებს - რუსეთს შეუძლია მოცდა. ჩვენ მომთმენი ხალხი ვართ.

მოცდაში იგულისხმება ის დრო, როცა უკრაინის ხელისუფლებაში არ მოვვა ის ხალხი, ვის ინტერესში არ იქნება რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკის გატარება. თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინასთან დაკავშირებით მედვედევის მიერ გავრცელებულ განცხადებას?

- მედვედევი ასევე ამბობს იმაზე, რომ რუსეთი დაელოდება უკრაინაში ისეთი ხელისუფლების მოსვლას, რომელიც რუსეთთან თანასწორობაზე დაფუძნებულ პოლიტიკას გაატარებს.

ვერაფერს იტყვი - მედვედევის წერილი და მასში უკრაინასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პასაჟები ყირიმის ანექსიისა და დონბასში არსებული ვითარების გამო საკმაოდ ცინიკურად ჯღერს.

მეორე მხრივ, ამგვარ ფონზე პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდი აგრძელებენ საუბარს იმაზე, რომ აუცილებელია მისი პუტინთან ერთიერთზე შეხვედრა და „ნორმანდიულ ფორმატში“ შეხვედრების გაგრძელება.

ჩემი აზრით, მედვედევმა ამ წერილით კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის პოზიციები, რომლითაც რუსეთი აპირებს „ნორმანდიულ ფორმატში“ თავისი პოზიციების კიდევ ერთხელ დაყენებას. ამიტომ ვამბობ, რომ „ნორმანდიული ფორმატი“ და პუტინთან ერთი ერთზე შეხვედრა უკრაინისთვის არაფრის მომტანი არ იქნება, რადგან ის, რასაც ოფიციალური კიევისაგან მოსკოვი ითხოვს, უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

მედვედევმა ამ წერილით კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის პოზიციები, რომლითაც რუსეთი აპირებს „ნორმანდიულ ფორმატში“ თავისი პოზიციების კიდევ ერთხელ დაყენებას. ამიტომ ვამბობ, რომ „ნორმანდიული ფორმატი“ და პუტინთან ერთი ერთზე შეხვედრა უკრაინისთვის არაფრის მომტანი არ იქნება, რადგან ის, რასაც ოფიციალური კიევისაგან მოსკოვი ითხოვს, უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება

დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტი ზელენსკი მიხვდება, რომ პრეზიდენტ პუტინთან ერთიერთზე მის შეხვედრას, ისევე როგორც „ნორმანდიულ ფორმატში“ უკრაინის მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს, ისინი უპერსპექტივოა.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი დღის წესრიგით, რომლის მიზანი უკრაინის ოკუპირებული დონბასის ნაწილიდან რუსი სამხედროების გაყვანა და ამ ტერიტორიების დემილიტარიზაცია და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიაზე უარის თქმაა.

დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტი ზელენსკი მიხვდება, რომ პრეზიდენტ პუტინთან ერთიერთზე მის შეხვედრას, ისევე როგორც „ნორმანდიულ ფორმატში“ უკრაინის მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს, ისინი უპერსპექტივოა

კარგად მესმის, რომ რუსეთი ახლა ამაზე არ წავა, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ კრემლისთვის უკრაინისაგან სრულ კაპიტულაციას მოითხოვს. ასეთ ვითარებაში უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მოგვარება რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელია.

- რამდენად საფუძვლიანია კრემლის მოლოდინი, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოვლენ ადამიანები, რომელბიც რუსეთის მიმართ კაპიტულანტურ პოლიტიკას გაატარებენ?

- შესაძლოა, მედვედევის ეს წერილი იყოს გზავნილი მედვედჩუკისათვის, რომელსაც წაყენებულია აქვს ბრალდება სახელმწიფო ღალატზე და ახლა საშინაო პატიმრობაში იმყოფება. უკრაინის კანონმდებლობით, ამგვარი ბრალდებით მოქალაქე 6 თვე შეიძლება იყოს საშინაო პატიმრობაში და ეს ვადა მალე იწურება.

ამ ვითარებაში ან ბრალდების მუხლია შესაცვლელი, ან კიდევ სხვა რამ გასაკეთებელი. ვიმეორებ, მედვედევის წერილი მედვეჩუკისა და მისი პარტია „სიცოცხლისათვის“ გასამხნევებლად დაიწერა. ამ წერილით კრემლი მათ ამხნევებს და მხარდაჭერას ჰპირდება.

მედვედევის წერილი მედვეჩუკისა და მისი პარტია „სიცოცხლისათვის“ გასამხნევებლად დაიწერა. ამ წერილით კრემლი მათ ამხნევებს და მხარდაჭერას ჰპირდება

- როგორი იყო უკრაინის პოლიტიკურ წრეებში რეაქცია იმაზე, რომ უკრაინის მოქალაქე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოს საზღვრების უკანონოდ გადმოკვეთის შემდეგ საქართველოში აღმოჩნდა?

- თავიდან, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, გაკეთდა განცხადებები, რომ უკრაინული მხარე ყველაფერს გააკეთებს მისი უკრაინაში დასაბრუნებლად.

სააკაშვილი არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა, არამედ უკრაინაში რეფორმების გატარების ოფისის დირექტორის პოსტი ეკავა. პირველ ატაპზე ამგვარი განცხადებები კი გაკეთდა, მაგრამ, ამის შემდეგ ამ თემაზე განსაკუთრებით საინტერესო განცხადებები არ გაკეთებულა.

- დიახ, თავიდან პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებდა სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად. უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა - თუ უკრაინა მოითხოვს სააკაშვილის დაბრუნებას, ჩვენ მას არ გავათავისუფლებთ.

თუ უკრაინამ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა და თბილისმა კიევს იგი არ გადასცა, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორი იქნება უკრაინული მხარის რეაქცია?

- რამდენადაც ვიცი საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი სააკაშვილს არ შეიწყალებს. პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცდა, რომ სააკაშვილს შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ქართულ ციხეში სრულად მოიხდის სასჯელს.

ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ვერანაირ პერსპექტივას იმისა, რომ სააკშვილი გათავისუფლდება და უკრაინაში დაბრუნდება. რაც შეეხება სპიკერ კუჭავას, მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არც გაუარესდება და არც გაფუჭდება. ასეთ ფონზე ძნელია იმაზე მსჯელობა თუ რა საუბარი ჰქონდა მას კიევში ვიზიტისას მასპინძლებთან.

ჩემი აზრით, თუნდაც იმის გამო, რომ არსებობს 1963 წლის ვენის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობების“ შესახებ, უკრაინა ფორმალურ მხარეს არ დაარღვევს და მისი მოქალაქე სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვს.

თუნდაც იმის გამო, რომ არსებობს 1963 წლის ვენის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობების“ შესახებ, უკრაინა ფორმალურ მხარეს არ დაარღვევს და მისი მოქალაქე სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვს

უნდა გვესმოდეს, რომ ამ ტიპის საკითხები პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების პირადი პიროვნული ურთიერთობების დონეზე წყდება. სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცახდებებით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინამ კიდეც რომ მოითხოვოს მისი დაბრუნება, თბილისი ამ მოთხოვნას არ დააკამაყოფილებს.

თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის იქნა მიღწეული შეთანხმება, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა