11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აკაკი მინაშვილი - მთავარი და პრიორიტეტული არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

მთავარი და პრიორიტეტული არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ის არის პოლიტიკური პატიმარი, ის არის უსამართლოდ დაკავებული და სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ფიქრობდეს ქვეყანაზე, ფიქრობს საკუთარ პირად ინტერესებზე, ავადმყოფურ პოლიტიკურ ამბიციებზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ყოფილი პრეზიდენტის მონახულებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი თავისუფლება, ქვეყნის თავისუფლებას შესწირა.

"თქვენ ხედავთ საერთაშორისო გამოხმაურებას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების საკითხზე. პოზიცია არის ერთსულოვანი, ყველა ჩვენს მეგობარში, დასავლური სამყაროს წარმომადგენელში რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს უნდა შეწყდეს. საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში არ აქვს პერსპექტივა ევროპული განვითარების, დასავლური განვითარების და აუცილებელია ცვლილება, რომ ქვეყანას გაუჩნდეს შანსი ევროპულ ოჯახში გაწევრიანების. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავის თავისუფლება შესწირა, ქვეყნის თავისუფლებას. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ძალიან სწრაფად და ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის. მთავარი და პრიორიტეტული არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ის არის პოლიტიკური პატიმარი, ის არის უსამართლოდ დაკავებული და სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ფიქრობდეს ქვეყანაზე, ფიქრობს საკუთარ პირად ინტერესებზე, ავადმყოფურ პოლიტიკურ ამბიციებზე", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ხვალინდელი აქციის მთავარი გზავნილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

„ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება დამიჯერეთ. ქვეყანაში აუცილებელია ძალიან სწრაფი ცვლილებები. ეს აქცია ემსახურება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ქვეყნის გათავისუფლებას და ეს აქცია ემსახურება, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები", - აღნიშნა მინაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია