​კორონავირუსის გამო, კახეთში 39 ბაღი და 6 საჯარო სკოლა დაიკეტა, 75 კლასი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 6 საჯარო სკოლა დაიკეტა და 75 კლასი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა, დაკეტილია 39 საბავშვო ბაღიც.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ნახტომისებური კოვიდ დადებითი მაჩვენებელი ძირითადად რთველის სეზონმა და ტურისტების შემოდინებამ გამოიწვია.

"დღეს დაფიქსირებული 889 შემთხვევიდან ყველაზე მეტი თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება, თუმცა საკმაოდ მზარდია სხვა მუნიციპალიტეტებში. შესაბამისად მაღალია ჰოსპიტალიზირებულების მაჩვენებელი, რის გამოც რეგიონში მოქმედ კოვიდკლინიკებში ადგილები თითქმის სრულად შევსებულია. მოგეხსენებათ ეს არის შემოდგომის სეზონთან დაკავშირებულ აქტივობებიდან გამომდინარე. შიდა ტურიზმი, რთველის რიტუალები და სტუმრები, რამაც დადებითობის მაჩვენებელი გაზარდა და მეორე გახლავთ ის, რომ არანაირად არ იცავდნენ კოვიდრეგულაციებს. ფაქტობრივად, ადამიანებმა აიღეს ხელი რეგულაციების დაცვაზე რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა”, - აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა