თამარ კორძაია - ელგუჯა ცომაიამ თქვა, ვერ წარმომიდგენია ადამიანი საქართველოში, რომ კარზე მიხეილ სააკაშვილი დაუკაკუნებდა და რომელიმე არ შეუშვებდა, თუ ეს არის ჩემი დანაშაული, მაშინ მზად ვარ, პასუხი ვაგოო

"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი თამარ კორძაია მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა და მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია მოინახულა.

თამარ კორძაიას თქმით, მამა-შვილი წოწორიები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

„არცერთი ჯანმრთელობას არ უჩივის, უბრალოდ, ბატონმა ელგუჯა ცომაიამ თქვა ასეთი რამ, რომ მამა-შვილი წოწორიები არიან აბსოლუტურად უდანაშაულოდ ციხეში. ისინიც თავს მიიჩნევენ უდანაშაულოდ. თვითონ ბატონმა ელგუჯამ თქვა ასეთი, რამ, მე ვერ წარმომიდგენია ვერცერთი ადამიანი საქართველოში, რომ დაუკაკუნებდა კარზე მიხეილ სააკაშვილი და რომელიმე არ შეუშვებდაო და თუ ეს არის ჩემი დანაშაული, მაშინ მზად ვარ პასუხი ვაგოო“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ტრანსპორტირებასა და საცხოვრებელი ფართის დათმობას ედავება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ