მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე მხარდამჭერები ფოთიდანაც გაემგზავრნენ

თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხრადასაჭერ აქციაზე ფოთიდანაც გაემგზავრნენ.

„,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზააციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, მიუხედავად ზეწოლისა, ხალხი მაინც შეიკრიბა. მისივე თქმით, მათი მიზანი მესამე პრეზიდენტის დაცვა და თავისუფლების მოპოვებაა.

„თითქმის 500 ადამიანი მივდივართ თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების მოსაპოვებლად, მიშა სააკაშვილის მხარდასაჭერად, ჩვენი შვილების მომავლისთვის. მიუხედავად ზეწოლისა, საფინანსო პოლიციაში დაბარებისა და ყველანაირი მცდელობისა, რომ ხალხი არ შეკრებილიყო, მაინც მოვიდნენ მომავლის, ჩვენი პრეზიდენტის დასაცავად. იმისთვის მივდივართ, რომ ცვლილება მოხდეს. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ მოუსავლეთში, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ“ - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს