ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევისას გადარჩენილი ახალგაზრდა მამაკაცი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევისას გადარჩენილი 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკის დირექტორის დეა ქაჯაიას ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში უკვე გადაიყვანეს.

"პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, ახლა უკვე პალატაში გადავიყვანეთ და თავს კარგად გრძნობს. ზედაპირული ჭრილობები აქვს და რჩება მეთვალყურეობის ქვეშ", - აცხადებს დეა ქაჯაია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა