გურამ მაჭარაშვილი - ზოგს სიცოცხლე წაერთვა, ზოგს ჯანმრთელობა, ზოგს ღირსება, ზოგს ქონება, მინიმუმ ამ რამდენიმე ათას ადამიანს უნდა ჰკითხო და ამის შემდეგ გააკეთო განცხადება შერიგებაზე

ზოგს სიცოცხლე წაერთვა, ზოგს ჯანმრთელობა, ზოგს ღირსება, ზოგს ქონება და მინიმუმ ამ რამდენიმე ათას ადამიანს უნდა ჰკითხო და ამის შემდეგ გააკეთო განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გუშინ ციხეში მოინახულა.

მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ყველა პატიმრის უფლებებს თანაბრად მიუდგება ყველა.

„ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო, სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული ფუნქციებით. ნებისმიერი მეუფის მიმართ დიდი პატივისცემის კიდევ ერთხელ დამტკიცებით, როგორც მინიმუმ, საჭიროა, იმ ადამიანებს შევეკითხოთ და ასეთი ადამიანები არიან ათასობით, რომლებსაც, ზოგს სიცოცხლე წაერთვა, ზოგს ჯანმრთელობა, ზოგს ღირსება, ზოგს ქონება და მინიმუმ ამ რამდენიმე ათას ადამიანს უნდა ჰკითხო და ამის შემდეგ გააკეთო განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა ვთქვა, პატიმარი უფლის წინაშე ყველა პატიმარია, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და საჭიროა ყველა პატიმრის მათ შორის, სააკაშვილის მონახულება და იმედი მაქვს თანაბრად მიუდგება ყველა, ყველა პატიმრის მონახულებასაც და უფლებასაც,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ იმედი აქვს მიხეილ სააკაშვილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში. მან შერიგების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა იფიქროს შერიგებაზე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო