სამეგრელოდან მიმავალ ავტოკოლონას სამტრედიაში „ქართული ოცნების" აქტივისტები დახვდნენ და გზა გადაუკეტეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, სამეგრელოდან მიმავალ ავტოკოლონას სამტრედიაში „ქართული ოცნების" აქტივისტები დახვდნენ და გზა გადაუკეტეს. წითლიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრები.

„სამტედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეტეს. 30 კაცია ცოცხებით, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები: თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა, ზაზა პროკოპენკო, მამუკა თოლორაია",- წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში.

მოგვიანებით ანა წითლიძემ დაწერა, რომ კოლონები უკვე დაიძრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა