გურჯაანიდან თბილისისკენ მიმავალ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ცოცხებით და ყავარჯნებით დახვდნენ

გურჯაანიდან თბილისისკენ მიმავალ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ცოცხებით და ყავარჯნებით დახვდნენ

„წაიღეთ, გაიყოლეთ“, - ამ შეძახილებით და ცოცხებითა და ყავარჯნებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები გურჯაანიდან თბილისში მიმავალ ავტოკოლონას დახვდნენ.

აქტივისტები გზის სავალ ნაწილთან იდგნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციისკენ მიმავალ ადამიანებს სხვადასხვა შეძახილით აცილებდნენ.

მსგავსი აქცია - პერფორმანსი თელავშიც გაიმართა.