ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელის ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დემონტაჟის შემდეგ იმავე ადგილზე ახალი კორპუსი აუშენდება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დემონტაჟის შემდეგ იმავე ადგილზე ახალი კორპუსი აუშენდება.

როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ განაცხადა, მოსახლეობასთან ინდივიდუალური კომუნიკაცია და შეთანხმება იქნება.

„26 მაისის ქუჩის 13 ნომერთან დაკავშირებით მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა და შენობის დემონტაჟი არის მოთხოვნილი. დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელზეც გამოეყო თანხა პროექტის შესაძენად და დემონტაჟის განსახორციელებლად. დღეს ამ კორპუსის მცხოვრებლებთან შეხვედრა იყო, სადაც შეთავაზება მოხდა. დროებით ბინების დაქირავების ხარჯებს მერია გადაიხდის, სანამ ამ კორპუსთან დაკავშირებით პროცესები არ დასრულდება.

გადაწყვეტილება არის მიღებული შემდეგი: დემონტაჟის შემდეგ აშენდება იგივე სართულის კორპუსი, ყველას გადაეცემა ბინები. მერიას აქვს გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების ჩატარების. იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ უნდა ქირით ცხოვრება, მერიის საბინაო ფონდიდან დროებით ბინა გადაეცემა, სანამ ახალი კორპუსი აშენდება, ასევე სხვა ვარიანტებიც განიხილება. თუ პირს აღარ უნდა იმ კორპუსში ცხოვრება, ინდივიდუალურად სურვილების გათვალისწინებით გაიცემა კომპენსაციები. რაც შეეხება დაზიანებულ მანქანებს, ამასთან დაკავშირებით, უნდა მოგვმართონ მერიაში“, - აცხადებს ლელა სურმანიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა