სოზარ სუბარი - „ნაცმოძრაობამ” და მისმა ლიდერმა თავი მოიკლეს, რომ ყველა, ვინც კი შეიძლებოდა გამოსულიყო, გამოეყვანათ, 13 000 ადამიანი იქნებოდა პიკის დროს მისული

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მოიკლეს თავი, ყველა, ვინც კი შეიძლებოდა გამოსულიყო, რომ გამოეყვანათ და რასაც მე მეუბნებიან, 13 000 ადამიანი იქნებოდა დღეს პიკის დროს მოსული , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე მოიხდის სასჯელს საპატიმროში.

როგორც სუბარმა აღნიშნა, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, ახლა შესაძლოა უკვე 13 000-ზე ნაკლები ადამიანი იყოს.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლას და ქუჩაში დარჩება.

„აქცია პერმანენტულად ტარდება ხოლმე, ეს სიახლე არ არის. სიახლე არის ის, რომ მთავარი დამნაშავე და დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი ზის ციხეში და იჯდება მანამ სანამ, ბოლომდე არ მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც მას მიუსაჯა სამართლიანმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ.

რამდენჯერაც ციფრს ვიტყვით, გვეუბნებიან, რომ თავებს ნუ ითვლით, არ მოსწონთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მოიკლეს თავი, ყველა, ვინც კი შეიძლებოდა გამოსულიყო, რომ გამოეყვანათ და რასაც მე მეუბნებიან, 13 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო დღეს პიკის დროს მისული. ვიღაც იტყვის 130 000-ს ამაზე მეტს თუ არ იტყვიან „ნაცები,“ მართლა 13 000 ყოფილა. როგორც წესი, ერთ ნოლს ამატებენ ხოლმე. მე დავინახე, რომ ერთი რიგითი მიტინგი იყო. 2013 წლიდან ამას ვამბობ, რომ როდესაც დანაშაულებრივი რეჟიმი ხელისუფლებაში კი არ არის და ქუჩაში ხალხს კი არ ხოცავს, არამედ არის ქუჩაში, ეს ამ ქვეყნისთვის კარგია და ასე დარჩებიან მუდამ, ვერასდროს ეღირსებიან, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. სამართალი ურმით დადის, ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად დადის და დღეს სიმბოლური იყო, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ორი მთავარი სიმბოლო, ადამიანის წამებით განთქმული მეგის ქარდავა და ამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უშუალოდ გასცემდა ხშირ შემთხვევაში ბრძანებებს, კი არ დაიჭიროთ, დახვრიტეთ ადამიანებიო - ეს ორი ადამიანი დაახლოებით ერთდროულად მოხვდა ციხეში. დარჩა კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ასევე აუცილებლად მოხვდებიან ციხეში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო ორ არჩევნებში დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთად, თითქმის ერთმა ამდენმა და რატომ გიკვირთ, რომ 13 000 ადამიანი შეიძლება გამოსულიყო მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში?! - 13 000 იყო და ახლა იქნება გაცილებით ნაკლები. რა პერმანენტული აქციებიც არ უნდა დაგეგმონ ხვალ, ზეგ - ეს რიცხვი იქნება გამეათედებული. ხალხის განწყობას ჩვენ დავინახავთ 30 ოქტომბერს, როცა ყველგან, სადაც არის მეორე ტური, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა