ბათუმში, ე.წ "ოცნების ქალაქში" ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბათუმში, ე.წ "ოცნების ქალაქში" ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხელვაჩაურში ე.წ. "ოცნების ქალაქში" ორი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეზობლების ინფორმაციით, სახლში მყოფებმა დროულად მოახერხეს გამოსვლა.

ადგილზე სასწრაფო - სამედიცინო ჯგუფი და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.

"ხანძარი ხის სახლებს გაუჩნდა, მიზეზი არ ვიცით. დაიწვა ყველაფერი, ფაქტობრივად არაფერი დარჩათ. საყოფაცხოვრებო ნივთები განადგურდა. აქ ისედაც გაუსაძლის სიტუაციაში ვცხოვრობთ და წასასვლელი არსად გვაქვს, - აცხადებენ მეზობლები.