ნიკა მელია -  სასამართლოს, რომელსაც მურუსიძე განკარგავს ივანიშვილის დავალებით, მიხეილ სააკაშვილის გასამართლების უფლება არ აქვს და ვერც გაასამართლებს - მიშა, შენ მორალურად უკვე გაიმარჯვე

ვის არ დაუშვია შეცდომა? - მაგრამ იმ სასამართლოს, რომელსაც მურუსიძე განკარგავს ივანიშვილის დავალებით, არანაირი უფლება არ აქვს მიხეილ სააკაშვილის გასამართლების და ვერც გაასამართლებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისთვის გააკეთა, ჯერ არავის არ გაუკეთებია და ამიტომ ის „სატუსაღოში ყოფნას არ იმსახურებს“.

„დღეს შესაძლებელია მავანნი ელოდებოდა, რომ აი, ამ აურაცხელი ადამიანის შეკრების შემდეგ აგრესიული ნაბიჯები გადაიდგმებოდა ჩვენს მიერ და სადღაც ცოტა ადამიანმა, რამდენიმე პოლიტიკოსმა თქვეს იცით რა? ჩვენ არ მივალთ იქ, სადაც არ ვიცით რა ორგანიზაციაა, ორგანიზაციული საკითხები როგორ გადაწყდა და ამიტომ შორიდან დავაკვირდებითო. რატომ ჰქონდა ის მოლოდინი ხალხო ვინმეს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ძალადობა, ხალხო? ჩვენი თვითმიზანი ვინმეზე თავდასხმა არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი თვითმიზანი იქნება საკუთარი თავების ოჯახებისა და სახელმწიფოს ხმების დაცვა 30 ოქტომბერს. ან ბიძინა ივანიშვილი შეეგუება, რომ მარცხდება, ან ბრძოლა გპირდებით, იქნება ბოლომდე, იქნება შეუპოვარი ბრძოლა. მხოლოდ წინსვლა და მხოლოდ ბრძოლის ყიჟინა და აქ არ უნდა ვიყოთ ჩვენ მარტო და არ ვიქნებით მარტოები. მე მინდა, რომ მთელი საზოგადოება ერთად დავდგეთ.

მოდით, ვაღიაროთ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის, რაც ჯერ ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ გავაკეთეთ და ეს ადამიანი არ იმსახურებს ღარიბაშვილის და ივანიშვილის ხელით აი, ამ უსამართლო სატუსაღოში იყოს. არავინ არ უარყოფს და ეს არის ჩვენი სიძლიერე, „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის, რომ დიდი საქმეების კვალდაკვალ რა თქმა უნდა, შეცდომებიც დავუშვიო იმიტომ, რომ ბევრი გამოწვევა მქონდაო - ახალგაზრდა გუნდი ხელისუფლებაში მოსული. ვის არ დაუშვია შეცდომა? მაგრამ იმ სასამართლოსთვის, რომელსაც მურუსიძე განკარგავს ივანიშვილის დავალებით არანაირი უფლება არ აქვს მიხეილ სააკაშვილის გასამართლების და ვერც გაასამართლებს. მიხეილ სააკაშვილს მინდა მივმართო - მიშა, შენ მორალურად უკვე გაიმარჯვე, მორალურად ხარ უკვე გამარჯვებული და აი, როგორც გაიმარჯვე ასევე ეს ქვეყანა გათავისუფლდება მარწუხებისგან და მიტაცებულ სახელმწიფოს ხალხს დავუბრუნებთ - ეს არის მიხეილ სააკაშვილის გეგმაც, ეს არის ყველა პატიოსანი ღირსეული საქართველოს მოქალაქის გეგმა. ჩვენ არ გვინდა ვიღაცის დამარცხება, ჩვენ გვინდა გამარჯვება, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იცხოვრებოდეს და ბევრი ბედნიერი, ლაღი ადამიანი ცხოვრობდეს. ამიტომ ვიბრძვით, ამიტომ ზვარაკად ვეწირებით, ამიტომაც გადადგა ასეთი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილმა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი გაერთიანება და ერთობაა.

„მე ვიცი, რომ დიდი პარტია ვართ სხვადასხვა გავლენა და ინტერესებია ჩვენს პარტიაში, მიხეილ სააკაშვილი დიდი პოლიტიკური ფიგურაა და შესაძლებელია, ჩვენ და უნებურად, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს რაღაც კომპლექსს ვუჩენდეთ, მაგრამ მერწმუნეთ ხალხო არასოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა არ ყოფილა ისეთი, როგორიც არის ახლა - თუკი რაიმესკენ მივისწრაფვით ეს არის ერთობა და გაერთიანება, ეს არის ერთსულოვნება, ხალხო. ეს არის ერთიანი მოძრაობა, არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ერთიანი სახალხო მოძრაობა“, - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ვალდებულებააა, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ოლიგარქიული რეჟიმისგან.

„წინ გველოდება ისტორიული თარიღი - 30 ოქტომბერი, სადაც ეს ქვეყანა უნდა გავათავისუფლოთ და გავათავისუფლებთ, მიხელ სააკაშვილიც გათავისუფლდება. ხალხნო, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი სირცხვილია, მორჩა გათავდა, არ შეიძლება. ის რაც არ იკადრა მიხეილ სააკაშვილმა, რა 2003 წლამდე საქართველო არ ახსოვს ბიძინა ივანიშვილს? და რომელიმე საქართველოს მოქალაქე იტყოდა, რატო დააკავეთ ედუარდ შევარდნაძეო? ალბათ, არც მოიძებნებოდა ასეთი ადამიანი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა შორსმჭვრეტელი ადამიანი, მართლაც სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ეს ნაბიჯი არ გადადგა. იმ მმართველობას ეხება საქმე, სადაც სახელმწიფო არ არსებობდა ხალხნო, კრიმინალთა ბანდა მართავდა და მიუხედავად ამისა ეს ნაბიჯი მან არ გადადგა და ადამიანი, რომელმაც თქვენთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, ღირსება შემატა ექიმს, საავადმყოფოში სადაც სალარო არ არსებობდა და 2003 წლამდე - ვარდების რევოლუციამდე პაციენტი საავადმყოფოში რომ მიდიოდა ექიმისთვის ფული ხალათში უნდა ჩაედო. ასეთი სახელმწიფო იყო ხალხო, იყო თუ არა, იყო, თავისით შეიცვალა? ამ ადამიანმა შეცვლილა, მეგობრებთან ერთად შეცვალა და ამიტომ ჩვენი არა უბრალოდ სურვილია ვალდებულებაა, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ოლიგარქიული რეჟიმისგან და მიხეილ სააკაშვილი გამოვიდეს უსამართლო ციხიდან“, - განაცხდა მელიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს