თორნიკე რიჟვაძე - „ოცნების ქალაქი“ შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხის შემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას

„ოცნების ქალაქში" , სადაც ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა.

როგორც მან განაცხადა, ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

„საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვყავს. ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას. "ოცნების ქალაქი" შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხის შემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და ყველა აქ მცხოვრებ ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც ვაშენებთ, არც ერთი წამით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. პირველი ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაწყებულია მუშაობა მეორე ფაზაზე და ყველა აქ მცხოვრები ოჯახი, რომელსაც ესაჭიროება, იქნება დაკმაყოფილებული ბოლომდე, ბოლო ოჯახამდე" , - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა