ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის

„მულტი“ - ეს არის ახალი კონცეფციის სავაჭრო სივრცე, რომელიც ერთი სალაროსა და პარკინგის პრინციპზეა დაფუძნებული.

ამ ეტაპზე, „მულტიში“ წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი, წარმატებული ბრენდები როგორიცაა: „სპარი“, „სუფთა სახლი“, „ფარმადეპო“, „ნოსტე“, ბრიკორამა“, „ბიბლუსი“, კაფე „პიატო“ და „პეპელა“, რომლებიც კომპანიის პარტნიორები გახდნენ.

სავაჭრო სივრცე გააერთიანებს როგორც სასურსათო, ისე საყოფაცხოვრებო ქიმია-ჰიგიენის, ფარმაციის, საკანცელარიო, აქსესუარებისა და წიგნების, საბავშვო სათამაშოებისა და სამეურნეო პროდუქციის მაღაზიებს, ითვალისწინებს კომფორტს, აქვს ხელსაყრელი მდებარეობა, ხოლო პარკინგი და ერთი სალაროს პრინციპი, დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

„ბაზარი გვიჩვენებს, რომ დღეს მოქნილი სერვისის მიღების საჭიროება სულ უფრო მეტად დგება. მულტის იდეაც სწორედ აქედან დაიბადა. ერთ სივრცეში თავი მოვუყარეთ ყველაფერს, რაც მომხმარებელს სჭირდება. „მულტი“ წარმოადგენს მცირე ეკოსისტემას, რომელიც შექმნილია მომხმარებლის კომფორტისთვის“, - აღნიშნავენ „მულტიში“.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველი სავაჭრო სივრცე ვაკის რაიონში, ვაკის პარკის მიმდებარედ გაიხსნება, მომავალში კი კომპანია დედაქალაქის სხვა რაიონებსაც მოიცავს.

ამასთან, მალე მომხმარებელს საშუალება ექნება, „მულტის“ მიტანის სერვისითაც ისარგებლოს და სახლიდან გაუსვლელად, მოკლე დროში მიიღოს ყველაფერი, რაც სავაჭრო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო