ნიჩბისსა და წეროვანში ვაქცინაციის პუნქტები გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტს 2 ამცრელი დაწესებულება დაემატა. მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებას სოფელ ნიჩბისისა და სოფელ წეროვნის ამბულატორიებშიც შეძლებს.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე უსაფრთხო იმუნიზაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით, ყველა მათგანს წინასწარ აქვს გავლილი შესაბამისი ტრენინგები.

მათივე ცნობით, ნიჩბისისა და წეროვნის ამბულატორიებში არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი კაპანაძესთან და „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელ, რეგიონის კოორდინატორ ბადრი კუკულაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც რწმუნებული დავით ნოზაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოსახლეობა მე-5 ტალღას მომზადებული შეხვდეს.

„მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აქტიურად ვაგრძელებთ სოფლის ამცრელი პუნქტების დამატებას. ამ ეტაპზე ასეთი 20 ამბულატორია გვაქვს, სადაც იმუნიზაცია ჩინური წარმოების ვაქცინებით „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ მიმდინარეობს.

მსურს, მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რადგანაც კორონავირუსის მე-5 ტალღას ველოდებით. მნიშვნელოვანია, მას ჩვენი მოსახლეობა მომზადებული შეხვდეს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ვაქცინაციის ჩასატარებლად მარტივად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გარემოა შექმნილი", - განაცხადა დავით ნოზაძემ.

ცნობისათვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ამ ეტაპზე 9 სოფელში შეუძლია. კერძოდ, იმუნიზაციის პროცესი ძეგვის, წილკნის, საგურამოს, ქსოვრისის, მუხრანის, ძველი ქანდის, გალავნის, ნიჩბისისა და წეროვნის ამბულატორიებში მიმდინარეობს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს