სოფლების - ხიდისყურისა და საქადაგიანოს მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს სამუშაოებს სოფლებში, სადაც წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მომზადდა პროექტი და ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხიდისყურსა და საქადაგიანოში.

ორივე სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა წყალს ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან მოიხმარს. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელების, წყლის სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურების მოწყობა. შენდება რეზერვუარები და გამრიცხველიანდება მოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დანაკარგს.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2,6 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება. სამუშაოების დასრულება 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და ორი სოფლების 2 000-მდე მაცხოვრებელი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თენგიზ ცერცვაძე - როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო