BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს

საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის და სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მასშტაბურ, ერთწლიან პროექტს აანონსებს. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი, სრულად დაფინანსებული მოდულები, გადამზადების პროგრამა ინგლისურ ენაში, მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით გამართული პროფესიული ორიენტაციის პროგრამები და საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები პირველი სტუდენტური სტარტაპის შესაქმნელად, აგრეთვე, უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო სერვისები აბიტურიენტებისთვის და მათი მშობლებისთვის - ციფრული უნარების გასავითარებლად, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოსაყენებლად, ციფრული წიგნიერების დონის გასაზრდელად და სხვა.

მასშტაბურ პროექტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი 100მდე სხვადასხვა ორგანიზაცია ერთვება. კონკურსები აბიტურიენტებისთვის, MBA და DevOps ლიდერები მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, საინფორმაციო შეხვედრები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, ღია ლექციები უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის, 360’ ინდივიდუალური ვირტუალური ტურები და სხვა აქტივობები სრული დაფინანსებით გაიმართება და მასში მონაწილეობა წინასწარ რეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

უნივერსიტეტში, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე 6 აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით:

  • საბაკალავრო პროგრამა ,,ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი - 1950101
  • საბაკალავრო პროგრამა ,,ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსები - 1950102
  • საბაკალავრო პროგრამა ,,საინფორმაციო ტექნოლოგიები’’ - 1950103
  • საბაკალავრო პროგრამა ,,ციფრული მარკეტინგი’’ – 1950107
  • სამაგისტრო პროგრამა ,,ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები’’
  • სამაგისტრო პროგრამა ,,ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps’’

პროექტში მონაწილეობის მსურველ აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?