დავით სერგეენკო - აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მისული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ

გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მისული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვა, რამდენად არსებობს გარკვეული პარალელი 2012 წლისა და გუშინდელ აქციას შორის ხალხის რაოდენობის თვალსაზრისით.

რაც შეეხება აქციის შინაარსს, როგორც სერგეენკო აღნიშნავს, მას ვერ ექნება გავლენა მართლმსაჯულების აღსრულებაზე. სერგეენკო ამბობს, რომ არც ისე ცოტაა ქვეყნები, სადაც ყოფილი პრეზიდენტები სასჯელს იხდიან.

„კარგად მახსოვს 2012 წელი, რადგან მე თვითონაც ვმონაწილეობდი ამ აქციებში. არ მინდა ეს დაკნინებაში ჩამომერთვას, უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. მე არც ერთ ადამიანზე, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილზე და არც ერთ პატიმარზე არ მომიბრუნდება ენა, ცუდი და იქედნური ვთქვა, მაგრამ ეს არ არის უპრეცედენტო და არ მინდა ქვეყნების ჩამოთვლა - არც ისე ცოტაა ქვეყნები, სადაც ანალოგიური მომხდარა და ახლაც ყოფილი პრეზიდენტები იხდიან სასჯელს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯის შემლახველი იყოს. შესანიშნავი არ არის, რა თქმა უნდა, სჯობდა არ მომხდარიყო ეს დანაშაული, რის გამოც ეს ადამიანი სასჯელს იხდის,“ - განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა