"თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებულები გაათავისუფლეს.
"რამდენიმე წუთის წინ შეგვატყობინეს, რომ გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს. აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით! აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და კიდევ 2 პირი თბილისში, ვაშლოვანის ქუჩაზე მდებარე, ბარ „საქსესთან“ ადმინისტრაციული წესით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.