სულხან მოლაშვილის ძმა - რუსთავში, სადაც ე.წ. ვითომ პოლიტპატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ვაპირებთ დღეს აქცია ჩავატაროთ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განუცხადა, აქციას გამართავენ „იმ პოლიტპატიმართა ოჯახები, ვინც სისხლიანი ცრემლებით ატირა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა“.

„ჩვენ აქციასთან დაკავშირებით რაღაც მითქმა-მოთქმას ჰქონდა ადგილი. მე პირადად, თორნიკე მოლაშვილი, ჩვენ, პოლიტიკური პატიმრები, ვისაც პარლამენტმა მოგვანიჭა ეს წოდება და არა, ნიკა გვარამიამ, ბიბლიაზე დამეფიცება, რომ ჩვენთან და არც იმ ხალხთან, ვინც ჩემს უკან იმყოფება, არც „ქართული ოცნებიდან“ და არც მთავრობიდან არავის დაურეკავს და ჩვენთვისთვის არაფერი უთხოვია.

რამდენიმე პოლიტიკურმა პატიმარმა და ია მეტრეველმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარენინა ეს აქცია და გაგვეხსენებინა ხალხისთვის, თუ სად ვიყავით, როგორ და რა პირობებში ვცხოვრობდით, ახლა სად ვართ და თუ ნორმალურად არ დავფიქრდებით, ხვალ სად შეიძლება ამოვყოთ თავი. აქ, არიან ის ოჯახები, ვინც სისხლიანი ცრემლებით ატირა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა. ჩვენ ვაპირებთ დღეს, 14:00 საათზე რუსთავში, ციხესთან ჩავატაროთ აქცია, სადაც ე.წ. ვითომ პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რომელსაც ძალიან უნდა, რომ პოლიტიკური პატიმარი იყოს, მაგრამ ვერაფერი გამოდის. უმორჩილესად მინდა ყველას მოვუწოდო, ვისაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სისხლიანი რეჟიმი შეეხო, ვისმა ოჯახებმაც მართლაც სისხლიანი ცრემლებით იტირეს, გთხოვთ, ვისაც დრო და საშუალება გაქვთ ყველა ჩამობრძანდით რუსთავში, ციხესთან 14:00 საათზე, სადაც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და იქ განახებთ ვინ არიან ნამდვილი პოლიტიკური პატიმრები.

მინდა მოვუწოდო ხალხს, რომ ძალიან გთხოვთ, ჩამოდით. როგორც ჩანს, ქართველი ხალხის კატეგორია ძალიან გულმავიწყი ყოფილა და ჩვენი უახლოესი, ბოლო ისტორია არ ახსოვს ან არ უნდა, რომ გაიხსენოს. მოიცალეთ, გადადეთ რაღაც საქმეები და ჩამობრძანდით. თქვენი იმედი გვაქვს“, - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

სულხან მოლაშვილის ძმა - რუსთავში, სადაც  ე.წ. ვითომ პოლიტპატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ვაპირებთ დღეს აქცია ჩავატაროთ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განუცხადა, აქციას გამართავენ „იმ პოლიტპატიმართა ოჯახები, ვინც სისხლიანი ცრემლებით ატირა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა“.

„ჩვენ აქციასთან დაკავშირებით რაღაც მითქმა-მოთქმას ჰქონდა ადგილი. მე პირადად, თორნიკე მოლაშვილი, ჩვენ, პოლიტიკური პატიმრები, ვისაც პარლამენტმა მოგვანიჭა ეს წოდება და არა, ნიკა გვარამიამ, ბიბლიაზე დამეფიცება, რომ ჩვენთან და არც იმ ხალხთან, ვინც ჩემს უკან იმყოფება, არც „ქართული ოცნებიდან“ და არც მთავრობიდან არავის დაურეკავს და ჩვენთვისთვის არაფერი უთხოვია.

რამდენიმე პოლიტიკურმა პატიმარმა და ია მეტრეველმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარენინა ეს აქცია და გაგვეხსენებინა ხალხისთვის, თუ სად ვიყავით, როგორ და რა პირობებში ვცხოვრობდით, ახლა სად ვართ და თუ ნორმალურად არ დავფიქრდებით, ხვალ სად შეიძლება ამოვყოთ თავი. აქ, არიან ის ოჯახები, ვინც სისხლიანი ცრემლებით ატირა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა. ჩვენ ვაპირებთ დღეს, 14:00 საათზე რუსთავში, ციხესთან ჩავატაროთ აქცია, სადაც ე.წ. ვითომ პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რომელსაც ძალიან უნდა, რომ პოლიტიკური პატიმარი იყოს, მაგრამ ვერაფერი გამოდის. უმორჩილესად მინდა ყველას მოვუწოდო, ვისაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სისხლიანი რეჟიმი შეეხო, ვისმა ოჯახებმაც მართლაც სისხლიანი ცრემლებით იტირეს, გთხოვთ, ვისაც დრო და საშუალება გაქვთ ყველა ჩამობრძანდით რუსთავში, ციხესთან 14:00 საათზე, სადაც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და იქ განახებთ ვინ არიან ნამდვილი პოლიტიკური პატიმრები.

მინდა მოვუწოდო ხალხს, რომ ძალიან გთხოვთ, ჩამოდით. როგორც ჩანს, ქართველი ხალხის კატეგორია ძალიან გულმავიწყი ყოფილა და ჩვენი უახლოესი, ბოლო ისტორია არ ახსოვს ან არ უნდა, რომ გაიხსენოს. მოიცალეთ, გადადეთ რაღაც საქმეები და ჩამობრძანდით. თქვენი იმედი გვაქვს“, - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი