„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს

სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ მხარდაჭერა გამოუცხადა ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. კომპანიამ გადაწყვიტა ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.

ამის შესახებ განცხადება „გორგიას“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „ბათუმის ტრაგედია ყველამ ძალიან განვიცადეთ. თითოეული ჩვენგანი ვიაზრებთ, რომ ის დანაკარგი, რომლითაც 8 ოქტომბერმა თავი დაგვამახსოვრა, ვერაფრით ანაზღაურდება. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ“, – ნათქვამია „გორგიას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში 10 ადამიანი მოყვა. 9 მათგანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა