აჭარის უმაღლეს საბჭოში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ამოქმედდება

აჭარის უმაღლეს საბჭოში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ამოქმედდება. აჭარის უმაღლესი საჭოს ინფორმაციით, სრულად ადაპტირებულ სივრცეში მოქალაქეები არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას გაეცნობიან, არამედ უმაღლესი საბჭოს წევრებს, აპარატის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღებენ საჭირო ინფორმაციას.

უწყების ცნობით, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მოწყობას უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს და მისი მიზანი აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობისა და საბჭოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა, რაც ასევე ითვალისწინებს შენობაში ექსკურსიებს და საბჭოს ფუნქციებზე მოქალაქეთა ინფორმირებას ექსკურსიის დროს.

„ცენტრი საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე მოეწყობა და ამოქმედდება.

ამავე გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია უმაღლესი საბჭოს შენობის სრული ადაპტირება და ინტერნეტტრანსლაციის სისტემით უზრუნველყოფა. პირდაპირი ეთერით უმაღლესი საბჭოს სხდომების გადაცემა მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ოპერატიულად გაცნობის საშუალებას მისცემს.

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართვლოში" მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით მომზადდა.

ცენტრის მოწყობაზე უკვე გამოცხადდა ტენდერი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი