ნათია თურნავა - დევნილებისთვის 1 ლარად სასოფლო სამეურნეო მიწის გადაცემა არის გზა, რომ დევნილმა მოსახლეობამ გააფართოვოს თავისი საქმიანობა და მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებში

მთავრობამ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაამტკიცა, რომლითაც 198 დევნილ პირს სიმბოლურ ფასად სასოფლო სამეურნეო მიწას გადავცემთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივებს საშუალოდ, 3 000 – 4 000 კვ.მ. ფართობის სახნავი სასოფლო დანიშნულების მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.

„ეს მიწები მდებარეობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში, სადაც დევნილი მოსახლეობა კომპაქტურად არის ჩასახლებული. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მიწათმოქმედება და სოფლის მეურნეობა არის. ისინი ამუშავებდნენ ამ მიწებს, მაგრამ რადგანაც ეს მიწები ფორმალურად არ იყო მათ საკუთრებაში, შეზღუდული იყვნენ და ვერ მონაწილეობდნენ მთელ რიგ პროგრამებში, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ შორის - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ხაზით. ამ ადამიანებს 1 ლარად გადაეცათ ეს მიწები და ეს არის გზა, რომ დევნილმა მოსახლეობამ გააფართოვოს თავისი საქმიანობა და მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო