მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

მოძრაობა “საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრის, ლაშა ხუსკივაძის განცხადებით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იქნება.

„დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან მოვედით, რათა შევახსენოთ მათ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის დატყვევებული. ის იმიტომ არის ციხეში, რომ ასე სურს რუსეთს, ეს სურს პუტინს და სურს კრემლს. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობასთან შეგუებას. შევუქმნით ხელისუფლებას დისკომფორტს და ყველგან გავაგონებთ ხმას, რომ რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი და დასრულდეს ეს უკანონო პატიმრობა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს შუღლი, ბოროტება, განხეთქილება და დავიწყოთ ნორმალური ცხოვრება.

ყოველდღიურად გვექნება აქციები სხვადასხვა ქალაქში, რაიონებში. ყველგან მივალთ, ყველას დაველაპარაკებით და ვეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, ის არის პოლიტიკური ტყვე და უნდა გათავისუფლდეს”, - განაცხადა ხუსკივაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1-ელ ოქტომბერს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე დააკავეს. მას სხვა საქმეებთან ერთად ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაშიც ედება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო