„ფეისბუქი“ ე.წ. მეტავერსის შესაქმნელად ევროკავშირში 10 000 ადამიანს დაიქირავებს

კომპანია „ფეისბუქი“ ე.წ. მეტავერსზე სამუშაოდ ევროკავშირში 10 000 ადამიანს დაიქირავებს.

„მეტავერსი“ არის ონლაინ სამყარო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში, ხშირ შემთხვევაში VR -ყურსასმენების გამოყენებით.

„ფეისბუქის“ განცხადებით, „მეტავერსს“ აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ახალ შემოქმედებით, სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომას.

ევროკავშირში ახალ სამუშაო ადგილებზე, რომელიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნება, "მაღალკვალიფიცირებული ინჟინრები“ დასაქმდებიან.

„მეტავერსის“ შესაქმნელად „ფეისბუქმა“ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. კომპანიაში აცხადებენ, რომ „მეტავერსის“ იდეის სრულად განხორციელებას 10-15 წელი დასჭირდება.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა