ადვოკატი - ბოლო დღეებში სააკაშვილს ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, თავს გრძნობს მხნედ - კონსილიუმთან დაკავშირებით არ აქვს განსაკუთრებული მოლოდინი და დიდად არ აინტერესებს ეს საკითხი

ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე თავს გრძნობს მხნედ. აპირებს, რომ ასე გააგრძელოს, ვიდრე ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მოწადინებულია, რომ თავად ჩავიდეს შეხვედრების ოთახში და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ნიშნავს, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია.

„მე-18 დღეა რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, დღითიდღე საერთო სისუსტე მოიმატებს და შიმშილობის უარყოფითი მხარეები მის ჯანმრთელობაზე აისახება. ბოლო დღეებში მას ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე თავს გრძნობს მხნედ. აპირებს, რომ ასე გააგრძელოს, სანამ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. სპეციალისტებსაც უკვირთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვინაიდან მე-18 დღეს შესაძლებელია უფრო რთული მდგომარეობა ყოფილიყო ჯანმრთელობის კუთხით, რომ არა მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე.

მიხეილ სააკაშვილი მოწადინებულია, რომ თავად ჩამოვიდეს შეხვედრების ოთახში. დღეის მდგომარეობით მას ამის საშუალება აქვს, პრობლემები გადაადგილებასთან არ ნიშნავს, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია, უბრალოდ ვერ გადაადგილდება ისე, როგორც აქამდე გადაადგილდებოდა”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ექიმების კონსილიუმის მოწვევას, ადვოკატის თქმით, სააკაშვილს კონსილიუმთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს.

„კონსილიუმთან დაკავშირებით არ აქვს განსაკუთრებული მოლოდინები და დიდად არ აინტერესებს ეს საკითხი”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა