„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს

საქართველოში 17 ოქტომბერს ვეტერანის დღე აღინიშნება. „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ულოცავს საქართველოს ვეტერანებს ამ დღეს.

დაარსების დღიდან ფონდის მიზანი დაჭრილ ვეტერანებზე და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათი ღირსეული ყოფის უზრუნველყოფაა.

„დაჭრილ მებძოლთა თანადგომის ფონდი“ სილნეტმა 2018 წელს დააფუძნა. დამფუძნებლების მიზანია, ამ მნიშვნელოვან საქმეში შემოიერთოს ბიზნესი და საზოგადოება. შედეგად, ფონდის დაარსებიდან დღემდე, სილქნეტის ყოველწლიური ფულადი შენატანითა და საერთო ძალისხმევით, მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამ თანხით ფონდმა ასობით დაჭრილ ვეტერანსა და სამხედრო მოსამსახურეს აღმოუჩინა მხარდაჭერა ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და პროფესიული გადამზადების კუთხით.

ფონდი ურთიერთობას ამყარებს უცხოურ პარტნიორებთანაც, რომლებიც მსგავს ქველმოქმედებას ეწევიან. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა, ახლახანს, ამერიკაში, ფლორიდის შტატში ჩატარდა ამერიკული კომპანიის Silk Road Wines ორგანიზებით. ეს იყო ამერიკელ დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერი საქველმოქმედო გალა ვახშამი. ინიციატივა მიზნად ისახავდა ამერიკული ფონდის ’’Tunnel to Towers Foundation’’ და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერას. ღონისძიებას 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი, კერძო პირები, შტატის გუბერნატორი, მთავრობის და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას ფონდის თანადამფუძნებელმა, პაატა პატიაშვილმა წარუდგინა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვთ მიმართეს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” ბორდის საპატიო წევრმა, დევიდ შიმპმა და ამერიკაში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი, ატაშეს თანაშემწე, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში. შეკრებილი სტუმრების წინაშე, ონლაინ ჩართვით, დაჭრილი მებრძოლების მხარდაჭერა გამოხატა ყოფილმა კალათბურთელმა, NBA-ს ქართველმა ვარსკვლავმა ზაზა ფაჩულიამ.

ვინაიდან, ფლორიდაში გამართული ღონისძიების ორგანიზატორთა მიზანი ქართული ფონდის მხარდაჭერაც იყო, ამ კეთილშობილი განზრახვის მიმართ პატივისცემის ნიშნად სილქ როუდ ჯგუფის კომპანიებმა: „Silk Hospitality“, „წინანდლის მამულის ღვინოებმა“ და „სილქნეტმა“ საქართველოდანაც თავიანთი შემოწირულობით შეუერთდნენ საქველმოქმედო გალა ვაშამს.

„ევრონიუს ჯორჯიამ“ ამ ღონისძიებას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.

ნახეთ ქართველი მებრძოლის ერთი ისტორია და ფლორიდაში „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერი ქართული გზავნილი:

https://www.youtube.com/watch?v=Mi-I3OxKAY8

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა