ირაკლი ღარიბაშვილი - არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით აგრძელებენ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას.

„მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შევხვდი მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას. განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები”,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს