კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება” ლიდერი, კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კახა ოქრიაშვილის განცხადებით, კლიპი სიძულვილის ენით არის სავსე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსახლეობას მოუწოდებს, მივიდნენ გადამწყვეტ რეფერენდუმზე.

„ვნახე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი, „დავასრულოთ ნაცები“. რა შემიძლია ვთქვა:

1. კლიპი აღსავსეა ზიზღისა და სიძულვილის ენით.

2. ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, „ქოცებს“ სათქმელი არაფერი აქვთ: ვერ დაიკვეხნიან, რომ რამე გააკეთეს. პირიქით, ქვეყანა რეგრესშია ყველა მიმართულებით. ვერც სამომავლო დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას, რადგან გასული ცხრა წლის მანძილზე ყველამ დაინახა, რომ არაფერი შეუძლიათ.

3. რეალურად, „გაცრუებული ოცნება“ მთავრდება და ჩემდა სამწუხაროდ, ამთავრებს ჩვენს ქვეყანასაც. ამიტომ, აუცილებლად მოდით გადამწყვეტ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ოპოზიცია!“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო