რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქცია მოძრაობა "მიშას თავისუფლებისთვის" წევრებმა გამართეს და პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

"ჩვენ აქ მოვედით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მოძრაობა "მიშას თავისუფლებისთვის" წევრები, ადამიანები, რომლებიც პერმანენტულად ვმართავთ აქციებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე მანამ, სანამ რუსეთის ბოლო აგენტი არ დამარცხდება ამ ქვეყანაში და ამ ბრძოლაში მთავარი მედროშე არის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით განვლილი გზისთვის, რეფორმებისთვის, ბრძოლისთვის. ჩვენი პიროვნული და ეროვნული ღირსების საკითხია, რომ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ იჯდეს ციხეში და ის გადავარჩინოთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ