ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში

კოლიერსი აგრძელებს საინვესტიციო პლატფორმა ინვესტინის სტრატეგიულ განვითარებას და კიდევ ერთი შერჩეული ქონება - საერთაშორისო სასტუმრო Best Western-ი გამოაქვს გასაყიდად. ბესთ უესტერნი პლატფორმაზე განსათავსებლად მისი საინვესტიციო პოტენციალის, წარმატებულად ოპერირების, ფიზიკური მდგომარეობისა და ლოკაციის გამო შეირჩა და ფართო აუდიტორიისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ბესთ უესტერნი გუდაურში 2019 წლის ბოლოს გაიხსნა და კურორტის პირველი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო იყო. 2,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სასტუმროს მთავარი ღირებულება მისი სტრატეგიული მდებარეობა გახდა. საბაგიროსთან და სათხილამურო ტრასებთან სიახლოვის გამო, დამსვენებლებისთვის ბესთ უესტერნი კომფორტისა და მოქნილობასთან ასოცირდება და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებში, რომელთაც უყვართ სრიალი, კავკასიონის შთამბეჭდავი ხედები, თოვლი და კომფორტული დასვენება.

სასტუმრო 4 ვარსკვლავიანია და 63 ოთახს აერთიანებს. მასთან ინტეგრირებულია: რესტორანი, ბარი და საკონფერენციო ოთახი, ისევე როგორც სპა და განაჯანსაღებელი ფუნქციები. ბესთ უესტერნი დამსვენებლებს დამატებით სერვისებსაც სთავაზობს, როგორებიცაა: კერძო, უფასო პარკინგით სარგებლობა და სათხილამურო ტრასებამდე ტრანსპორტირება.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გუდაურში სასტუმროების მიწოდება და დატვირთულობა დადებითი ტენდენციით ხასიათდება, რაზეც ციფრებიც მეტყველებს. 2019 წლის მონაცემებით გუდაურში 52 სასტუმრო, 985 ოთახი და 2,320 საწოლი იყო, რომელთა ზომა და კლასიც საკმაოდ მრავალფეროვან სურათს ქმნიდა. ამავე წლის დატვირთულობა 43%-ს შეადგენდა, საშუალო დღიური განაკვეთი კი $83-ს უტოლდებოდა.

ჯამურად, გუდაური მიჩნეულია კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურის სათხილამურო კურორტად, რომელიც დამსვენებლებს მრავალფეროვან სათხილამურო შესაძლებლობებს სთავაზობს. 80 კმ-ზე მეტი, მოვლილი სათხილამურო ტრასის, 17 საბაგიროს, სასრიალო ტრასების სირთულეების ფართო არჩევანისა და დედაქალაქთან სიახლოვის გამო, გუდაური წლებია ინარჩუნებს საქართველოში საუკეთესო სასრიალო ადგილის სტატუსს და საინვესტიციო მიმზიდველობას.

უნდა აღინიშნოს, რომ Investin-ი პირველი საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც შერჩეულ საინვესტიციო პროექტებს უყრის თავს. აქტივების სელექციას კოლიერსის გუნდი ახორციელებს. შერჩევის მეთოდოლოგიაში კოლიერსის სხვადასხვა მიმართულებაა ჩართული, ბესთ უესტერნი კი პირველი ოპერირებადი სასტუმროა, რომელიც პლატფორმაზე განთავსდა.

Investin.ge | 032 2 220 322 | contact@investin.ge

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო