შალვა პაპუაშვილი - ვინც სააკაშვილთან დაკავშირებით წერილს ხელს აწერს, პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას, ეს ნაკარნახევია სააკაშვილის მიმართ ლობიზმით

ვინც სააკაშვილთან დაკავშირებით წერილს ხელს აწერს, პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც 73 პოლიტიკოსის მიერ ხელმოწერილ საჯარო წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, წერილს ხელს ისინი აწერენ, ვინც სააკაშვილთან მეგობრობით გამოირჩევიან და მისი ლობიზმით არიან დაკავებული.

"მნიშვნელობა არ აქვს ვინ აწერს ხელს, ყველა ვინც ხელს აწერს ამას პატივს არ სცემს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს, პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას, ეს ნაკარნახევია მიხეილ სააკაშვილის მიმართ ლობიზმით, ეს არის ფაქტი. განსაკუთრებით ქართველი პოლიტიკოსების ხელმოწერამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცხადი გახადა. გარდა ამისა, იქ არიან სხვა პოლიტიკოსებიც, მაგალითად, რაფაელ გლუკსმანი, ის გახლდათ წლების განმავლობაში სააკაშვილის მრჩეველი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარული ხარჯებით იღებდა ანაზღაურებას. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ასეთი პირადი სიმპატიებით და ლობიზმით არის ნაკარნახევი ეს წერილი,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის 73 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის მიმართავს. წერილის ავტორების განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, ვიდრე ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ