ლენტეხის მერია - ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდებარე საგზაო მონაკვეთზე, სადაც გადაადგილების პრობლემა დგას, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდებარე საგზაო მონაკვეთზე, სადაც გადაადგილების პრობლემა დგას, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა დაათვალიერა.

„გრძელდება რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია, სადაც გადაადგილების პრობლემა დგას.

დღეს, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ხელედის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ფაყის მიმართულებით, გზის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებია დაწყებული.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და გათვალისწინებულია 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზის დაგება, რომლის ღირებულება 189 349 ლარია. შემსრულებელი შპს ,,სტარტ+’’, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა