ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ, მემედ აბაშიძის 56-ში მდებარე შენობის ნაწილს გამაგრება სჭირდება

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განცხადებით, ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ, მემედ აბაშიძის #56- ში მდებარე შენობის ნაწილს გამაგრება სჭირდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოების დასრულებამდე მოსახლეობის ალტერნატიულ სივრცეში ცხოვრების ხარჯებს მერია დაფარავს.

„მემედ აბაშიძის ქ. 56-ში მდებარე კორპუსიდან, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 40-მდე ოჯახი იქნა გამოყვანილი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, კვლევით ნაწილში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 26 მაისის ქუჩაზე გამავალ ნაკვეთურს, მისი ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ნაკვეთური დღეის მდგომარეობით გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაკვეთური საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროა აღმოიფხვრას“. - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა