ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ოზურგეთში მერობის კანდიდატს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოზურგეთში, მერობის კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.

ოზურგეთის გარდა, დღეს შეხვედრები გაიმართა ბათუმსა და ხელვაჩაურში. რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა