თელავში, სოფელ ყარაჯალაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.თელავის მერიის ინფორმაციით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, დავით ბეგიაშვილი სოფელ ყარაჯალაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

„მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ყარაჯალაში 3,2 კილომეტრი გზის საფარი სრულად მოწესრიგდება და 9000 ადგილობრივი ბენეფიციარი მოწესრიგებული გზის ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 218 030 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს