ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ფაქტს ადასტურებს

ფხენიანი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ წყალქვეშა ნავიდან ახალი ბალისტიკური რაკეტის წარმატებული საცდელი გასროლა განახორციელა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, რაკეტას მართვის მოწინავე ტექნოლოგიები აქვს.

სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ სინპოს პორტიდან კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაკეტამ დაახლოებით 450 კილომეტრი მანძილი დაფარა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა.

რაკეტის გაშვებას იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კაშიდა გამოეხმაურა და „ძალიან სამწუხარო“ შემთხვევა უწოდა. ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკური რაკეტა რამდენჯერმე გამოსცადეს.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს