აჭარის მაღალმთიან სოფლებში უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა

აჭარის მაღალმთიან სოფლებში უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, უწყება ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს.

"აჭარაში დამეწყრილი გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს. ხულოს, შუახევის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, რამდენიმე მიმართულებით ინტენსიურად იწმინდება დამეწყრილი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები.

ხულოში 3 მიმართულებით იწმინდება საავტომობილო გზები, შუახევში 7 მიმართულებით, ქედაში 8 მიმართულებით, ქობულეთში 2 მიმართულებით.

არცერთ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმოსვლა შეზღუდული არ არის",- აცხადებენ უწყებაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს