აჭარაში საერთო ჯამში 220 670 აცრა ჩატარდა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საერთო ჯამში 220 670 აცრა ჩატარდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 1651 პირი მკურნალობს, ხოლო გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან სამი პაციენტი გარდაიცვალა.
უწყებაში აცხადებენ, რომ აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ რეჟიმში 6 სკოლა და სხვადასხვა სკოლის 132 კლასი იმყოფება. ამასთან, კორონავირუსის გამო 6 ბაღია დახურული და სხვადასხვა ბაღის 21 ჯგუფში შეწყვეტილია სააღმზრდელო პროცესი.
























