გორის მერია - ბერბუკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იწყება

ბერბუკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იწყება. გორის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მიმდინარეობს.

„სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 849 410 ლარს შეადგენს. იგეგმება გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია. მათი ჯამური სიგრძე 1 181 მეტრია. გზის პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 525 მეტრია, წარმოადგენს სოფელთან მისასვლელ გზას. გზის მეორე, 465 მეტრიანი მონაკვეთი, სოფელ სვენეთისკენ მიმავალი გზიდან იწყება და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან სრულდება. გზის მესამე, 191 მეტრიანი მონაკვეთი კი, თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზიდან სოფელ სვენეთისკენ მიემართება.აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, სადაც ძველი ასფალტის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

პროექტის მიხედვით, გარდა საავტომობილო ნაწილისა, რეაბილიტირდება მიერთებები და ეზოებში შესასვლელებიც“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო