მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში თავადაც შევიდეს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პროკურატურის განცხადება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის შესახებ, ადასტურებს იმას, რომ ექსპრეზიდენტის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა იყო.

როგორც სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, სააკაშვილს არ ჰქონდა გაწერილი გეგმა B.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში, არ ელოდა დაკავებას.

„კონსპირაციულად ჩამოსვლის საჭიროება ხსნის იმ განწყობებს და დამოკიდებულებებს, რომელიც შეიძლება სააკაშვილს ჰქონოდა საქართველოსთან მიმართებაში. მთავარი ამოცანა იყო, რომ ისე დაებნია ვითარება, დაკავებული არ ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. აშკარაა, გეგმა ასეთი იყო - გამოქვეყნებული ფოტოები, ბილეთები, რომ თითქოს ის აპირებდა ერთი მიმართულებით, შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია მისი ბათუმში ყოფნასთან დაკავშირებით და ბოლოს აღმოჩნდა სხვაგან, იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. იქ კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა დადგება. რეალურად, მას გეგმაში ჰქონდა, რომ დესტაბილიზაცია გაჩენილიყო ქვეყანაში და შემდეგ ის გამოჩენილიყო ამის ლიდერად, რისი მცდელობებიც, დაკავების მიუხედავად, ჰქონდათ იმ დღესვე, რომ თითქოს „სახელმწიფო ჩამოშლილია“, „ფუნქციებს ვერ ასრულებენ“ და ა.შ. აშკარად არ იყო გათვლილი გეგმა B იმასთან დაკავშირებით, რომ ის აღმოჩნდებოდა საპატიმროში.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალას და მის ლიდერს, ბატონ სააკაშვილს აქვთ, ესაა რომ სწორი აღქმა არ აქვთ რეალურად არსებული სიტუაციის და ვითარების. ვიღაცა, რომ გამოვა და იტყვის, „მიშას დუბინკები მირჩევნია“ და ა.შ. არ ეგონოს, რომ ეს არის მთლიანად საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. სახელმწიფო დაწესებულებების ეფექტიანობაზე მისი წარმოდგენები, როგორც ჩანს, აშკარად მცდარია. მას თუ აქვს გათვლა, რომ 2002-2003 წელს, რა ვითარებაც არსებობდა საქართველოში, იგივე მოცემულობა აქვს, ეს ასე არ არის და ეს მისი შეცდომაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა მიხეილ სარჯველაძე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას, სარჯველაძის თქმით, დღეს ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამის პრობლემას ვერ ხედავს.

„ამ წუთას არ დამდგარა დღის წესრიგში ამის საჭიროება, რომ ფიზიკურად გასაუბრება მოხდეს და თუ ასეთი საჭიროება იქნება, კონკრეტულ ვითარებაში, ეს იქნება ყველაზე რელევანტური საშუალება, რომ ვიცოდეთ, ვაკონტროლებდეთ ზუსტად უფლებების სტანდარტები დაკმაყოფილებულია თუ არა.

იმის ფონზე, რომ ომბუდსმენიც ჩართულია, პენიტენციურთან გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, არ ქმნის საჭიროებას ადგილზე მონახულების და დალაპარაკების“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა