პროკურატურამ გურჯაანში ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სოფელ გურჯაანში, დამამძიმებელ გარემოებაში ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გასროლა სანადირო თოფიდან, შურისძიების მოტივით განახორციელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 19 ოქტომბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულსა და ერთ-ერთ მოკლულს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მკვლელობა განიზრახა. მან საკუთარი სახლიდან აიღო გლუვლულიანი სანადირო თოფი და გ.ზ.-ს და მის მეუღლეს დამიზნებით ესროლა. მ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:პროკურატურამ გურჯაანში ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე