მარნეულის ბაზარში ხანძარი ლიკვიდირებულია

მარნეულის ბაზარში ხანძარი ლიკვიდირებულია

მარნეულის ბაზარში ხანძარი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მაღაზიის ჯიხურში გაჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 10-მდე მაღაზია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.