კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია

პანდემია მთელი მსოფლიოსთვის ერთგვარ გამოცდად იქცა. კომპანიები ცდილობენ მოერგონ შეცვლილ გარემოპირობებს და უპასუხონ გამოწვევებს, თუმცა მთავარ კითხვად რჩება როგორ უნდა მოხდეს ახალ ნორმასთან ადაპტაცია?

ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში, საოფისე სივრცეებმა განსხვავებული დატვირთვა შეიძინა და აუცილებელი გახდა, უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიებიც შესაბამისად მომზადებული დახვდნენ ცვლილებებს. თუ პანდემიამდე ბიზნესის ოპერირებისთვის ოფისი აუცილებელი იყო, შეცვლილ რეალობაში ოფისის საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მისი სწორი ათვისება და დაგეგმვა კიდევ უფრო კრიტიკულ საკითხად იქცა კომპანიის ეფექტური მუშაობისთვის. ოფისის მოძებნა აღარ დადის ისეთ პრიმიტიულ კრიტერიუმებზე, როგორებიც არის მდებარეობა და ქონების ტიპი, შესაბამისად უფრო კომპლექსურ ფაქტორებს ეფუძნება.

ბაზარზე არსებულ პლატფორმებზე ოფისის მოძიება პანდემიამდეც არ იყო იოლი, რადგან ამ კუთხით მომხმარებელს არ ჰქონდა დიდი არჩევანი და მხოლოდ ოფისმეპი იყო მორგებული საოფისე ბაზარს, თუმცა დღეს ოფისმეფსაც მოუწია შეცვლილ რეალობასთან ადაპტაცია და განახლებული მიდგომის დანრეგვა.

დღესდღეობით ტენანტებიც და ლენდლორდებიც სრულფასოვანი სერვისის მიღებას მოელიან, ამიტომ პლატფორმის ფუნქცია მეორეხარისხოვანი ხდება. შესაბამისად ოფისმეპიც თუ თავდაპირველად კატეგორიების მიხედვით დაყოფილ ლისტინგებსა და მოქნილ საძიებო სისტემას აერთიანებდა, ახლა ამას დამხმარე ფუნქცია აქვს. ძირითადი აქცენტი პროფესიონალ უძრავი ქონების ექსპერტებზე გადავიდა, სერვისის მთავარ ღირებულებად კი კონსულტანტების გამოცდილება და კოლიერსის სხვა სერვისებთან მჭიდრო კავშირი იქცა, რომელიც კოლიერსის გუნდს მოთხოვნის სიღრმისეულ გააზრებაში და სათანადო ქონებების მოძებნაში ეხმარება.

მესაკუთრეებისთვის საოფისე სერვისის მიღება უცხო არც პანდემიამდე იყო, თუმცა ახლა აქტუალური ხდება ტენანტის ინტერესების წარმოდგენაც, რაც არაერთი ქვეყნისთვის მიღებული პრაქტიკაა. ტენანტის წარმომადგენლობა კომპლექსური სერვისია და თავის თავში სხვადასხვა პროცესს გულისხმობს, როგორებიცაა: საჭიროებების სიღრმისეული ანალიზი, ბაზრისა და კონტექსტის კვლევა, რელევანტური ქონებების მოძიება და ოფისის ოპტიმალური დაგეგმარება. ახალი მიდგომის შესაბამისად, კოლიერსი მოიაზრებს კომპანიებთან სტრატეგიულ და გრძელვადიან პარტნიორობას და საჭიროების შემთხვევაში უძრავი ქონების სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ოფისმეპი კოლიერსის მიერ 2019 წელს შექმნილი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს შეავსოს საოფისე ბაზრის ექსპერტული მომსახურება და უძრავი ქონების ექსპერტებისთვის სამუშაო სივრცესთან ერთად, თავი მოუყაროს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, მიწოდებასა და სხვა საკვანძო მაჩვენებლების ანალიზს.

officemap.ge | 551003981 | offices@colliers.ge

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა