ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში მამაკაცს ესროლეს.დაჭრილი 50 წლამდე მამაკაცი კლინიკა "ბმს"-ში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. რა გახდა მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.